თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად სასაწყობე ფართის 200-250 კვ.მ ფართობია დამწვარი.
უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად ცეცხლი არ გავრცელდა შენობაში.
ადგილზე 16 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.