“თბილსერვის ჯგუფმა” მიწისქვეშა გადასასვლელებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა

Construction News

“თბილსერვის ჯგუფმა” კორონავირუსთან დაკავშირებით, პროფილაქტიკის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა.

სამუშაოები, კომპანიის მოვლა-პატრონობაში არსებულ 54 მიწისქვეშა გადასასვლელში, ანტისეპტიკური ხსნარებით შესრულდა.

“თბილსერვის ჯგუფის” ხელმძღვანელის რომეო მიქაუტაძის განცხადებით, საჭიროებისამებრ, მიწისქვეშა გადასასვლელების დეზინფიცირება მომდევნო დღეებშიც განხორციელდება.

ამასთანავე, კორონავირუსთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება.  ასევე, დეზინფიცირება უტარდება თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს.

ინფორმაციას “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია” ავრცელებს.

მსგავსი სტატიები