თბილისში 19 საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი მოხდება

Construction News

მიმდინარე წელს თბილისში 19 საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი და მათ ნაცვლად, შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელების მოწყობა იგეგმება.

2019 წლის აპრილის ბოლომდე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახური შუქნიშნებს რეკონსტრუქციას ჩაუტარებს და ქვეითთა გადასასვლელებს მოაწყობს შემდეგ ლოკაციებზე: ვაჟა-ფშაველასა და პეკინის გამზირების, ჭავჭავაძის გამზირისა და ბერძენიშვილის ქუჩის, წერეთლის გამზირისა და ევდოშვილის ქუჩის, გურამიშვილის გამზირისა და ზიგზაგის, ლიახვის, ქსნის, გუდამაყრისა და ანაპის 414-ე დივიზიის  ქუჩების გზაჯვარედინებზე.

წლის ბოლომდე შუქნიშნების ახალი ობიექტები დამონტაჟდება და „ზებრა გადასასვლელები“ დაიხაზება:

  • ყაზბეგის გამზირზე, N52 საჯარო სკოლასთან;
  • ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარედ;
  • ცოტნე დადიანის გამზირზე, N4 საჯარო სკოლასთან;
  • რობაქიძის გამზირისა და ბელიაშვილის ქუჩების გადაკვეთასთან;
  • რობაქიძის გამზირზე, მაღაზია „წითელქუდასთან“;
  • მარშალ გელოვანის გამზირზე, „აგროჰაბთან“;
  • რუსთავის გზატკეცილის N6-ის მიმდებარედ;
  • შანდორ პეტეფის ქუჩაზე, N151 საჯარო სკოლასთან;
  • გურამიშვილის გამზირის N15-თან არსებულ საცხოვრებელ სახლთან;
  • გორგასალის N111-თან და N111ა-სთან;

ჩამოთვლილ 19-ვე ადგილზე ხიდების დემონტაჟია გათვალისწინებული.

მსგავსი სტატიები