თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მიმდინარე წელს 9 საბავშვო ბაღის შენობის გამაგრება-რეკონსტრუქციას დაიწყებს. გამაგრებას ექვემდებარება N170, N200, N100, N126, N150, N144, N55, N2 და N4 ბაღების შენობები. ცხრავე შენობის გამაგრების პროექტების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულება 3 მილიონი ლარია.
სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე დღეს N170 და N200 ბაღებში იმყოფებოდა. ორივე ბაღში სამუშაოები ზაფხულში დაიწყება. გამაგრებას ექვემდებარება შენობების კონკრეტული ფლიგელები, რის შემდეგაც ჩატარდება სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები.