თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა იგეგმება

Construction News

თბილისში, უახლესი მოდელის 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა იგეგმება.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, რომელიც გერმანიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, განაცხადა, რომ კვლევის შედეგად გამოვლინდა დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანის საჭიროება.

თბილისის მერი, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ასევე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ვარშავაში, საიდანაც თბილისის მერიის მიერ შესყიდული 90 ავტობუსის პირველი პარტია უკვე გამოიგზავნა. საგანგებოდ თბილისისთვის ბრენდირებული 10-მეტრიანი ავტობუსები სრულად ადაპტირებულია და უზრუნველყოფილია, როგორც გათბობისა და კონდიცირების, ისე უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით.

მსგავსი სტატიები