თბილისში ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვია

Construction News

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ანგარიში მოამზადა, რომელიც დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროებს ეხება.

დოკუმენტის მიხედვით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ორი ძირითადი წყარო არსებობს: სტაციონარული წყაროებიდან გაფრქვევა – მრეწველობისა და მშენებლობის ობიექტებიდან მავნე ნივთიერებების ემისია და მოძრავი წყაროებიდან წარმოქმნილი გაფრქვევები – ჰაერის დაბინძურება მავნე ნივთიერებებით ავტოტრანსპორტის მიერ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მეორე წყარო, ვინაიდან: საავტომობილო გაფრქვევები მთლიანი გაფრქვევების 71 პროცენტს შეადგენს და ამავდროულად, ქვეყანაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების 37 პროცენტი თავმოყრილია თბილისში“, – ნათქვამია ანგარიშში.

„პირველი არხის“ ინფორმაციით, კომიტეტი შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ მიმართავს, კომიტეტს ორი თვის ვადაში წარუდგინოს სამომავლო ხედვა იმ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით, რომელიც უსაფრთხოებისა და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს

მსგავსი სტატიები