თბილისში ხის საამქროში ხანძარი გაჩნდა

Construction News

თბილისში, სამასი არაგველის #24 ნომერში, ხის საამქრო “ვუდსონ ჯორჯიაში” ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 300 კვ.მ ფართობი.

ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი. ქარხნის მეპატრონის, ნოდარ თუშიშვილის განცხადებით, ელექტროგაყვანილობა მოწესრიგებული იყო. მისი განმარტებით, საწარმოს დახურვისას ელექტროენერგიას ცენტრალური სისტემიდან რთავდა.

ადგილობრივების თქმით, ხანძარს წინ აფეთქებაც უძღოდა.

შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი სტატიები