თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების ეზოები, სადარბაზოები, სარდაფები და პირველი სართულები დაიტბორა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-დან თბილისში უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილ დატბორვის ფაქტებზე 90-მდე შეტყობინება შევიდა.
უწყების ცნობით, შეტყობინებების უმეტესობა, ძირითადად დიღმის მასივის, დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონებიდან დაფიქსირდა. ამ დროისთვის, თბილისის ყველა უბანში ვითარება სტაბილურია.