თბილისში ქვათა ცვენისგან დამცავ ბადეებს ამონტაჟებენ

Construction News

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური დედაქალაქის მასშტაბით ქვათა ცვენისგან დამცავ ბადეებს ამონტაჟებს.

ამ ეტაპზე სამონტაჟო სამუშაოები დასრულდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის სახელობის ხიდის პანდუსთან, სასტუმრო King David-ის ქვედა ფერდობზე (5500 კვ.მ.), ასევე, ორპირისა და სანაპიროს ქუჩებზე (1300 კვ.მ.). არსებული კლდეები გამოფიტვის შედეგად პერიოდულად იშლება, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს. ამის თავიდან ასაცილებლად, დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უჟანგავი ბადეები ანკერული დამაგრების პრინციპით და დეტალები დაიფარა ანტიკოროზიული საღებავით, რაც საექსპლუატაციო ვადას 50 წლამდე ახანგრძლივებს.

მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ქვათა ცვენისგან დამცავ ბადეებს კიდევ რამდენიმე მისამართზე დაამონტაჟებს.

სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 855,000 ლარი დაიხარჯა.

მსგავსი სტატიები