თბილისში ტექნიკის საწყობი დაიწვა

Construction News

თბილისში, დიდ დიღომში ტექნიკის საწყობში ხანძრის გაჩენის შედეგად 1,800 კვ.მ ფართობი დაიწვა და ერთი ადამიანი დაშავდა. მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევა წუხელ მოხდა. ხანძრის ჩაქრობას ხელს ძლიერი ქარი უშლიდა.

ადგილზე 23 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი სტატიები