თბილისში საჯარო დიალოგი “შეამცირე ჰაერის დაბინძურება საკუთარი ქმედებით“ გაიმართა

Construction News

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საჯარო დიალოგი „შეამცირე ჰაერის დაბინძურება საკუთარი ქმედებით” გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულმა სტუმრებმა, დარგის სპეციალისტებთან ერთად ატმოსფერული ჰაერის დამბინძურებლებსა და დაბინძურების წყაროებზე ისაუბრეს.

ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გარემოს დაცვა და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, სახელმწიფო არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ახორციელებს.

ამასთან, ღონისძიების სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გარემოსდაცვითმა ომბუდსმენმა დევიდ მორისონმა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ხუციშვილმა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყოველწლიურად, 5 ივნისს მთელ მსოფლიოში მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება. უკვე წლებია, გარემოს დაცვის დღე საქართველოშიც აქტიურად აღინიშნება. 2019 წელს გარემოს დაცვის მსოფლიო დღის მთავარი გზავნილია „შეამცირე ჰაერის დაბინძურება საკუთარი ქმედებით”.

მსგავსი სტატიები