თბილისში, სოლომონ დოდაშვილის ქუჩაზე, ერთსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგად 150 კვ.მ. ფართი დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არსებობდა ცეცხლის გვერდით მდებარე შენობებზე გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად ხანძარი სწრაფად იქნა ლოკალიზებული.
ადგილზე 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.