საქართველოს დედაქალაქში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვა მოხდება. კერძოდ, თბილისში მასშტაბით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების აზომვითი მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლენილია.
bpn-ის ინფორმაციით, სამუშაოებს, „მამული 2“ შეასრულებს. ცნობისთვის, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 40,000 ლარი იყო, გამარჯვებული კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა კი 32,040 ლარს შეადგენს.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, უნდა მომზადდეს – არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – 750,000 კვ.მეტრის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და 25,000 კვ. მეტრის შიდა აზომვითი ნახაზი.
მომსახურების მიწოდება კი უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან, ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში.