თბილისში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

Construction News

თბილისში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავს გაუჩნდა, რის შედეგადაც 50 კვ.მ. ფართობი დაიწვა.

ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი სტატიები