თბილისში, გორგასლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია.
წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 30 მ² ფართობი.
ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.