თბილისში, საცხოვრებელ ბინაში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

Construction News

გუშინ საბურთალოს რაიონში, ჭილაძის ქუჩის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აფეთქება მოხდა. კომპანია „ყაზტრანსგაზ – თბილისის“ ინფორმაციით, მიზეზი სავარაუდოდ, ღიად დატოვებული გაზქურის ონკანი გახდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი.

„აფეთქების შესახებ ინფორმაცია კომპანიის ცხელ ხაზზე 18:41 საათზე შემოვიდა. კომპანიის სპეციალისტების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დადგინდა, რომ აღნიშნული კორპუსი გაზის დიდი რაოდენობით დაგროვების გამო, ძლიერ აფეთქებას გადაურჩა. მეზობლების განცხადებით, აღნიშნული ბინა გაქირავებული იყო. დაშავებულია სამი ადამიანი, რომლებმაც მსუბუქი დამწვრობა აღენიშნებათ. დამატებითი დეტალები გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი“, – აცხადებენ კომპანიაში.

მსგავსი სტატიები