თბილისში საფეხმავლო ხიდების ზებრა-გადასასვლელებით ჩანაცვლებისთვის 307,805 ლარი დაიხარჯება

Construction News

თბილისში ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი იწყება. სამუშაოებისთვის 307,805 ლარი დაიხარჯება. სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.  

როგორც “სითი კვირას” ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურში განუცხადეს, მიმდინარე წელს 20 საფეხმავლო ხიდის ნაცვლად, შუქნიშნებით რეგულირებული ერთდონიანი ქვეითთა გადასასვლელები მოეწყობა.

რაც შეეხება კონკრეტულ ლოკაციებს, ესენია:

  • შარტავას ქუჩის №7, მერიის მიმდებარედ;
  • ჭავჭავაძის გამზირისა და ბერძენიშვილის ქუჩის გადაკვეთა;
  • ვაჟა-ფშაველას გამზირისა და პეკინის ქუჩის გადაკვეთა;
  • აკაკი წრეთლის გამზირი, დიდუბის პანთეონის მიმდებარედ;
  • დ. გურამიშვილის გამზირისა და ზიგზაგის ქუჩის გადაკვეთა;
  • დ. გურამიშვილის გამზირისა და ლიახვის ქუჩის გადაკვეთა;
  • დ. გურამიშვილის გამზირისა და ქსნის ქუჩის გადაკვეთა;
  • დ. გურამიშვილის გამზირისა და გუდამაყრის ქუჩის გადაკვეთა;
  • დ. გურამიშვილის გამზირისა და ანაპის 212 დივიზიის ქუჩის გადაკვეთა;
  • შანდორ პეტეფის ქუჩა, №151 საჯარო სკოლის მიმდებარედ;
  • გორგასლის ქ. №111 კორპუსის მიმდებარედ;
  • გორგასლის ქ. №111ა კორპუსის მიმდებარედ;
  • რუსთავის გზატკეცილის №6-ის მიმდებარედ (ქვემო ფონჭალა);
  • ალ. ყაზბეგის გამზირი, №52 საჯარო სკოლის მიმდებარედ;
  • ვაჟა-ფშაველას გამზირი, სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარედ;
  • ცოტნე დადიანის ქუჩა, №4 საჯარო სკოლის მიმდებარედ;
  • რობაქიძის გამზირი, ბელიაშვილის ქუჩის მიმდებარედ;
  • რობაქიძის გამზირი, მაღაზია „წითელქუდა“-ს მიმდებარედ;
  • დ. გურამიშვილის გამზირზე, №15-ის მიმდებარედ (საყოფაცხოვრებო კომბინატი);
  • მარშალ გელოვანის გამზირი, “აგროჰაბის” მიმდებარედ.

მსგავსი სტატიები