თბილისში, კოსტავას ქუჩაზე საოჯახო ტიპის სასტუმროში “გუცა” ხანძარი გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სასტუმრო სხვენში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 250 კვ/მ ფართობი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
უწყების ცნობით, ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

