თბილისში, სამ ლოკაციაზე შშმ პირებისთვის ლიფტები დამონტაჟდება

Construction News

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო თბილისის მერიასთან ერთად, ქალაქის ცენტრში მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელებში, სამ ლოკაციაზე
(მელიქიშვილის ქუჩა, რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი) ექვსი შშმპ ლიფტის (ფლატფორმის) მონტაჟს უზრუნველყოფს.

პროექტის ფარგლებში დამონტაჟებული ლიფტები ხელს შეუწყობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების კომფორტულ გადაადგილებას, ქალაქის ყველაზე გადატვირთულ უბნებში.

პროექტის ღირებულება 100,000 აშშ დოლარს შეადგენს.

მსგავსი სტატიები