თბილისში, სამშენებლო ობიექტიდან 3 მუშაკი ჩამოვარდა. “რუსთავი 2”-ის ცნობით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, მუშაკების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთ-ერთ მუშაკს ფეხი აქვს მოტეხილი.
ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.