თბილისში სამთავრობო შენობას ცეცხლი გაუჩნდა

Construction News

თბილისში, გულუას ქუჩაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კუთვნილი შენობის აივანზე ცეცხლი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 60 კვ.მ ხის მასალა დაიწვა.

არსებობდა ცეცხლის შენობაზე გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად ხანძრის ლოკალიზება სწრაფად მოხერხდა.

ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

მსგავსი სტატიები