თბილისში საერთაშორისო ფორუმი “ძლიერი ეკონომიკა – ძლიერი ქალაქი“ იმართება

Construction News

თბილისში მე-11 ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების საერთაშორისო ფორუმი, სახელწოდებით „ძლიერი ეკონომიკა – ძლიერი ქალაქი“ ტარდება. ღონისძიება თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ორგანიზებით იმართება.

ფორუმი მოიცავს ურბანული განვითარების თემატიკას და იმ თანამედროვე ტენდენციებს, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ქალაქებში აქტიურად განიხილება. ფორუმის პირველი სესია ქალაქის განვითარების სტრატეგიას მიეძღვნა და მსჯელობა ეკონომიკური განვითარების მიმართულებით წარიმართა. ღონისძიება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა, რომელმაც ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

კახა კალაძის განცხადებით, ქალაქის სწორად განვითარება ახალი გენერალური გეგმის საფუძველზე უნდა მოხდეს. ამ მიზნით, დედაქალაქის მერი ექსპერტების ჩართულობასა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარებას ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალური წარმომადგენელი კავკასიაში, კატერინა ბიორლინ ჰანსენი, აზიის განვითარების ბანკის მისიის დირექტორი საქართველოში, იეშიმ ელჰან-კაიალარი და ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურა.

მსგავსი სტატიები