თბილისში საბაგირო ხაზების განვითარების დიდი პოტენციალია

Construction News

თბილისს საბაგირო ხაზების განვითარების თვალსაზრისით, დიდი პოტენციალი გააჩნია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

2016-2017 წლებში, ფრანგული კომპანია „სისტრას“ მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ინვესტირებისთვის განსაკუთრებით, „სამგორი-ვაზისუბნისა” და „ახმეტელის თეატრი“-ზღვისუბნის მარშრუტებია მიმზიდველი.

„შესაბამისად, მინდა, დავავალო მაია ბითაძეს, დაიწყოთ მუშაობა, რათა  განისაზღვროს, რომელი იქნება ყველაზე საინტერესო მარშრუტი მგზავრთა გადაყვანის თვალსაზრისით და დავიწყოთ ამ პროექტზე მუშაობა, რათა შემდგომ მისი განხორციელება შევძლოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სტატიები