ავლაბარში, ნასაკირალის N4-ში ერთ-ერთ სახლში ხანძარია. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი წყლის გამათბობელს გაუჩნდა. ხანძარი სხვა სახლებზეც გადავიდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გაჩენილი ხანძრის შედეგად 10 ოჯახი დაზარალდა.
ადგილზე მეხანძრე-მაშველების ხუთი ჯგუფი მუშაობს.