თბილისში ნარჩენების სეპარაციის შესახებ საინფორმაციო ბანერები განთავსდა

Construction News

თბილისში საინფორმაციო ბანერები განთავსდა, რომელთა მეშვეობითაც მოსახლეობას ნარჩენების დახარისხებისკენ მოუწოდებენ.

საინფორმაციო ბანერებზე მითითებულია თუ რა მისამართებზეა განლაგებული ნარჩენების სეპარირების სტენდები.

დედაქალაქში უკვე სეპარაციის 25 სტენდი დგას, რომელშიც მოქალაქეებს დახარისხებული ნარჩენების განთავსება შეუძლიათ. კერძოდ, PET ბოთლები, ქაღალდი, შუშა და ალუმინის ქილები. აღსანიშნავია, რომ ამ სტენდებში მოხვედრილი ნარჩენები მეორად პროდუქტად გადამუშავდება.

რაც შეეხება საინფორმაციო ბანერებს, ისინი განთავსებულია მეტროსადგურ „სამგორთან“, დიდ დიღომში, გ. ბრწყინვალეს ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე; რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ, წერეთლის გამზირზე, “კოკა-კოლას” ოფისთან, ვაკის პარკთან და მეტროსადგურ “ღრმაღელესთან”;. ბანერებიდან რამდენიმე წუთის სავალზეა განთავსებული სეპარაციის სტენდებიც.

მსგავსი სტატიები