თბილისში მცხოვრებ 22 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა

BDO.ge

თბილისის მერია დიდ დიღომში მცხოვრებ 21, ხოლო ისანში მცხოვრებ ერთ ოჯახს საცხოვრებელ ფართებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცემს.

თბილისის მერის თქმით, ბიუროკრატიული ბარიერების გამო, აღნიშნული მოქალაქეები წლების განმავლობაში ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ.

მერია სიმბოლურ ფასად საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესს განაგრძობს და ვისაც აღნიშნული პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებს, ფართის დარეგისტრირებას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს რაიონულ გამგეობას, რომელიც მერიასთან შუამდგომლობას მოახდენს. საბოლოო გადაწყვეტილებას უკვე ჩვენ მივიღებთ. მზად ვართ, მთავრობის მომდევნო სხდომებზეც ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება გვქონდეს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი სტატიები