თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მეორე მუშაკის, 1979 წელს დაბადებული კაცის ცხედარიც იპოვეს.
სამძებრო-სამაშველო ღონისძიება 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მანამდე, მაშველებმა 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი შემთხვევიდან რამდენიმე წუთში იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 35 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.