თბილისში მშენებარე ობიექტის მიმდებარედ მიწა ჩამოიშალა

Construction News

თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე 5-სართულიანი სახლის მშენებარე ობიექტის მიმდებარედ მიწა ჩამოიშალა. ადგილობრივების განცხადებით, მშენებლობასა და საძირკვლის გამოღების სამუშაოებს ერთმანეთის მომიჯნავედ ორი კომპანია აწარმოებს.

მერიაში განმარტავენ, რომ სამშენებლო კომპანია დაჯარიმდა და სამუშაოები შეჩერებულია.

კომპანია „ანკოს“ განმარტებით, ადგილზე შესაბამისი სამსახური თავად გამოიძახეს და თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.

მსგავსი სტატიები