თბილისში, შარტავას ქუჩაზე “X2”-ის მშენებარე ობიექტზე, ძლიერმა ქარმა რკინის კოლონები გადაღუნა.
როგორც კომპანიის წარმომადგენელმა “constructionnews.ge”-სთან საუბრისას განაცხადა, რკინის მასალა “რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში” შეიძინეს.
“X2”-ის წარმომადგენელის, თორნიკე ღონღაძის განმარტებით, რკინის კოლონები ყალიბში მოექცევა და უახლოეს მომავალში გასწორდება.
ცნობისთვის, ჯერ კიდევ დაუსრულებელი რკინის კონსტრუქციები ძლიერი ქარის გამო, გუშინ ღამით დეფორმირდა.

