თბილისში მშენებარე კორპუსიდან გადავარდნილი მეორე მამაკაციც დაიღუპა

Construction News

თბილისში, ორთაჭალაში მშენებარე კორპუსიდან გადავარდნილი მეორე მამაკაციც დაიღუპა. ის საავადმყოფოში შეყვანიდან ორ საათში გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი მუშაკი კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ორთაჭალაში მშენებარე კორპუსიდან სამშენებლო სამუშაოების შესრულების დროს სიმაღლიდან სამი მამაკაცი გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი სტატიები