თბილისში მოსახლეობა „მეტრა დეველოპმენტის“ მიერ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებს

Construction News

თბილისში, მოსახლეობა სამშენებლო კომპანია „მეტრა დეველოპმენტის“ მიერ დაგეგმილი 2 ახალი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას აპროტესტებს.

მოსახლეობის ინფორმაციით, ახალი მშენებლობა ასწლოვანი ნარგავების განადგურების ხარჯზე იგეგმება და საფრთხეს უქმნის უკვე აშენებულ კორპუსებს. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ ახალმა მშენებლობამ ქანების ჩამოშლა და შესაბამისად მეწყრული პროცესები განავითაროს.

„მეტრა დეველოპმენტის“ იურისტის ინფორმაციით კი, ტერიტორია მეწყერსაშიში არ არის.

„კომპანიას არაერთი კვლევა აქვს ჩატარებული, რომლის დასკვნით დასტურდება, რომ ტერიტორია მეწყერსაშიშ ზონას არ წარმოადგენს“, – განაცხადა „იმედთან“ საუბარში ადვოკატმა, ლიკა მოდებაძემ.

მოსახლეობის თქმითვე, კომპანიამ მშენებლობის ნებართვა გენგეგმის დამტკიცებამდე ერთი დღით ადრე მიიღო და თბილისის მერს მის გაუქმებას სთხოვენ.

საკითხს დედაქალაქის მერიაში გამოეხმაურნენ. ქალაქის მთავრობაში აცხადებენ, რომ გაცემული ნებართვა გენგეგმასთან კავშირში არ არის და საკითხი სამართლებრივად გადაწყდება.

მსგავსი სტატიები