თბილისში ლითონის საფეხმალო ხიდების დემონტაჟი დაიწყო

Construction News

დედაქალაქის მასშტაბით ლითონის საფეხმალო ხიდების დემონტაჟი დაიწყო. პირველ ეტაპზე, საფეხმალო ხიდების ნაცვლად, შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელები 20 ლოკაციაზე მოეწყობა.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, რკინის კონსტრუქციები იქ მოიხსნება, სადაც ინფრასტრუქტურა მომზადებულია ქვეითთა გადაადგილებისთვის.

როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გალაქტიონ ბუაძემ განაცხადა, თბილისის მერიის მიერ დეკლარირებული პრიორიტეტების შესაბამისად, დედაქალაქის ქუჩები ქვეითთათვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ველოსიპედისტებისთვის უსაფრთხო და ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.

საფეხმალო ხიდების დემონტაჟი წლის ბოლომდე დასრულდება და 307,805 ლარი დაიხარჯება.

მსგავსი სტატიები