თბილისში კლდის ნაწილის ჩამონგრევა, სავარაუდოდ, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობამ გამოიწვია

Construction News

კლდის ნაწილი ჩამოინგრა თბილისში, ვერაზე, რის შედეგად ჟვანიას N12-ში ბუნებრივი აირის მილი დაზიანდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობამ გამოიწვია.

გავრცელებული ინფორმაციით, მშენებლობა 2-ჯერ იყო შეჩერებული, რადგან სამშენებლო სამუშაოების შესრულების დროს ქანებმა დაიწყო მოძრაობა. თუმცა, მოსახლეობის ცნობით, თბილისის მერიამ სამშენებლო კომპანიას მუშაობის ნებართვა ისევ მისცა.

მსგავსი სტატიები