თბილისში თამარაშვილის ქუჩაზე კლდის მასა ჩამოიშალა

Construction News

გუშინ გვიან ღამით  თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე კლდის მასა ჩამოიშალა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე გზის სავალი ნაწილის გაწმენდის სამუშაოები დასრულებულია, თუმცა გზა კვლავ ცალმხრივად არის გადაკეტილი.

მოძრაობა თავისუფალია ჭავჭავაძის გამზირიდან თამარაშვილის გავლით, საბურთალოს და ახალი გზის მიმართულებით. ხოლო საბურთალოდან ვაკის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელია მხოლოდ უნივერსიტეტის ქუჩამდე.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კლდის ჩამოშლის სავარაუდო მიზეზი მიწის ქანების აგებულებაა. გეოლოგები ადგილის შესწავლას სავარაუდოდ დღეს დილიდან დაიწყებენ.

მსგავსი სტატიები