თბილისში ეკონომიკური განვითარების ფორუმი “ძლიერი ეკონომიკა – ძლიერი ქალაქი“ გაიმართება

Construction News

31 მაისს, თბილისში რიგით მე-11 ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმი გაიმართება.

ფორუმს,  სახელწოდებით „ძლიერი ეკონომიკა – ძლიერი ქალაქი“, როგორც საერთაშორისო, ასე ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სპიკერები დაესწრებიან.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, წლევანდელი დღის წესრიგი მაქსიმალურადაა ორიენტირებული ურბანული განვითარებისა და გამოწვევების თემატიკაზე, ასევე, იმ თანამედროვე ტენდენციებზე, რომლებიც აქტიურად განიხილება მსოფლიოს წამყვან ქალაქებში.

ფორუმზე მსჯელობა იქნება ქალაქის განვითარების სტრატეგიაზე და მისი წარმატების ფაქტორებზე, ქალაქის კეთილდღეობისთვის საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობაზე და ცირკულარულ ეკონომიკაზე.

მსგავსი სტატიები