თბილისში დიღმის მიმართულებით შესაძლოა მიწისზედა მეტროს პროექტი განხორციელდეს

Construction News

თბილისის მთავრობის სხდომაზე სატრანსპორტო მიმართულებით სპეციალური კვლევის ჩატარება დაანონსდა, რის შედეგადაც გამოვლინდება რაიონები, სადაც ტრანსპორტის ნაკლებობა აღინიშნება. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სხდომაზე დიღმის მიმართულებით მიწისზედა მეტროს პროექტის შესაძლო განხორციელებაზე ისაუბრა.

თბილისის განვითარების ფონდი დედაქალაქის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის შესყიდვაზე ტენდერს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს. დედაქალაქის მერის თქმით, სამგორი-ლილო-აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროსადგურის მშენებლობის პროექტირების ტენდერში გამარჯვებული კომპანია უახლოეს მომავალში გამოვლინდება.

მსგავსი სტატიები