თბილისში დაავადებული ხეების მოჭრასთან დაკავშირებით, მერიასთან აქცია გაიმართა

Construction News

“ახალი საქართველოს“ წევრებმა თბილისის მერიის შენობის წინ აქცია გამართეს. მათ მერიას ოფიციალური წერილით მიმართეს და კახა კალაძისგან ახსნა-განმარტება მოითხოვეს. საქმე ეხება დედაქალაქში 100,000 დაავადებული ხის მოჭრას და მათ ახლით ჩანაცვლებას.

აქციის მონაწილეების თქმით, აუცილებელია შემდგომი კვლევების ჩატარება, რადგან ქალაქის ცალკეულ უბნებში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი საგანგაშო დონეს აღწევს.

“ქალაქის მასშტაბით ხმება ხეები, განსაკუთრებით ისეთ პრობლემურ ადგილას, როგორიც არის დიდუბე და მისი მიმდებარე ტერიტორიები. მოგეხსენებათ, ბოლო კვლევების მიხედვით, წერეთელი და დიდუბე დასახელდა ეკოლოგიურად ყველაზე დაბინძურებულ ადგილად. შესაბამისად, არ გვაქვს დასაკარგი და გასახმობი ხეები და გვინდა, რომ ამაზე გარკვეული კომენტარი გააკეთონ მერიის წარმომადგენლებმა”, – განაცხადა პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველოს” წევრმა, თიკო ასანიშვილმა.

იანვარში თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედაქალაქში 20,000-ზე მეტი ძირი დაავადებული და ხმობადი ხე-მცენარე მოიჭრება. თბილისის მთავრობის განმარტებით, აღნიშნული ხეები მოჭრამდე, სპეციალური ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე აღიწერა.

მსგავსი სტატიები