თბილისში გარემოსდაცვითი პოლიტიკის შესახებ კონფერენცია გაიმართა

Construction News

თბილისის მერიის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) თანამშრომლობით, თემაზე – „გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და მართვის გამოწვევები საქართველოში“ კონფერენცია გაიმართა.

ვფიქრობ, გარემოს დაცვის პოლიტიკასა და მართვის მექანიზმებზე საუბარში რაც უფრო მეტი უწყება ჩაერთვება, განსაკუთრებით ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევიან, ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ეს სწორედ ის საკითხებია, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში გვაწუხებს და რომელიც ღია მმართველობასთან, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და განათლებასთან, პირდაპირ კავშირშია“, – განაცხადა ღონისძიებაზე თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ.

კონფერენციაში მონაწილე პირებს საშუალება ჰქონდათ, აქტუალურ გარემოსდაცვით საკითხებზე სახელმწიფო სექტორის, ადგილობრივი და საერთაშორისო გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სპეციალისტების მოსაზრებები მოესმინათ.

ღონისძიების პარალელურად გამოფენა გაიმართა, სადაც გარემოსდაცვით თემატიკასთან დაკავშირებით, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების პოსტერული პრეზენტაციები იყო წარმოდგენილი.

მსგავსი სტატიები