იაპონიის მთავრობა საქართველოში 3 პროექტს დააფინანსებს. სოციალური პროექტის ფარგლებში, თბილისის ტერიტორიაზე კავკასიის რეგიონში პირველი ბავშვებისა და მოზარდების პოსტქიმიოთერაპიული რეაბილიტაციისათვის განკუთვნილი ცენტრის მშენებლობა დაფინანსდება.
გარდა ამისა, იაპონიის საელჩოს მწვანე პოლიტიკის ფარგლებში 2 პროექტი განხორციელდება. კერძოდ, საელჩო გორის მუნიციპალიტეტში სარწყავი არხების რეაბილიტაციისთვის ტექნიკას შეიძენს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში კი 2 სახანძრო მანქანას.