თბილისში, აფრიკის დასახლებაში ქარმა შენობას სახურავი ახადა

Construction News

თბილისში, აფრიკის დასახლებაში ძლიერი ქარის შედეგად შენობის სახურავი დაზიანდა. სახურავის ფრაგმენტები გზის სავალ ნაწილზე გადმოცვივდა.

შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ჯგუფები მუშაობდნენ. მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადაც.

მსგავსი სტატიები