თბილისში ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის მე-5 ავტომატური სადგური გაიხსნა

Construction News

თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე რიგით მე-5 ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ავტომატური სადგური გაიხსნა. აღნიშნული სადგური 24 საათის განმავლობაში იმუშავებს და ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელს 8 პარამეტრის მხედვით გაზომავს.

სპეციალისტებთან ერთად „ილიას ბაღში“ ახლად დამონტაჟებული ატმოსფერული ჰაერის ავტომატური სადგურის სამუშაო პროცესს გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მონიტორინგის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განისაზღვრება ნახშირჟანგის (CO), აზოტის ოქსიდების (NOx, NO, NO2), გოგირდის დიოქსიდის (SO2), მიწისპირა ოზონისა (O3) და მყარი ნაწილაკების (PM10,PM2.5) შემცველობა.

გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მომავალში კიდევ რამდენიმე სადგურის მშენებლობა რეგიონებშიც იგეგმება.

მსგავსი სტატიები