თბილისს მალე 3D რუქა ექნება

Construction News

დედაქალაქს უახლოეს მომავალში 3D რუქა ექნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა და გამარჯვებულმა კომპანიამ მუშაობა პირველი მარტიდან დაიწყო.

თბილისს მალე 3D რუქა ექნება, რომლის ნახვაც მოქალაქეებს შეეძლებათ. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ტენდერი და გამარჯვებული კომპანია მუშაობას პირველი მარტიდან შეუდგა. საბოლოო პროდუქტი მერიას დაახლოებით ივლისში ჩაბარდება. აღნიშნულ მონაცემებს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურები თავის საქმიანობაში გამოიყენებენ. „გუგლის“ რუქისგან განსხვავებით, აღნიშნული 3D რუქა მოგვცემს შესაძლებლობას სხვადასხვა პარამეტრები გაიზომოს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, 3D რუკის მონაცემები მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე maps.tbilisi.gov.ge. გარდა ამისა, 516 კვადრატულ კილომეტრზე შემუშავდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი – თბილისის ორთოფოტო გეგმა. ჯამში, ორივე პროექტის ღირებულება დაახლოებით, მილიონი ლარი იქნება.

მსგავსი სტატიები