თბილისს ბიბლიოთეკის ორი მულტიფუნქციური შენობა შეემატება

Construction News

თბილისის მერია ბიბლიოთეკების რეფორმის ახალ ეტაპს – მათი ა(ა)იპ მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებში ადაპტირების პროგრამას მიმდინარე კვირას დაასრულებს.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ, სოფია ხუნწარიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა, ორი ახალი მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა დიდ დიღომსა და ვარკეთილში განთავსდება.

„ამ კვირაში სრულდება რეფორმის პირველი ეტაპი, რაც ბიბლიოთეკების – ა(ა)იპ მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებში ადაპტირებას გულისხმობს, სადაც უკვე სამი მედიათეკა გაერთიანდა. შედეგად, ორი დამოუკიდებელი სტრუქტურა ერთ სტრუქტურად უნდა ჩამოყალიბდეს. მინდა ვთქვა, რომ არ იგეგმება თანამშრომლების გაშვება და ჩვენთან თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში, ყველა ბიბლიოთეკარი საკუთარ სამუშაო ადგილს შეინარჩუნებს. აქვე მსურს, გამოვეხმაურო ოპონენტებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ ვაპირებთ ბიბლიოთეკების ნგრევას, რაც, რა თქმა უნდა, არასწორი ინფორმაციაა. თბილისს კიდევ ორი ახალი ბიბლიოთეკა შეემატება. ეს იქნება მულტიფუნქციური შენობები დიდ დიღომსა და ვარკეთილში, სადაც შენობის უმთავრესი ნაწილი, სწორედ მედიათეკას ეთმობა“, – განაცხადა სოფია ხუნწარიამ.

მსგავსი სტატიები