თბილისსა და გორში მენაშენეებისგან დევნილებისთვის 740-მდე ბინის შესყიდვა მოხდება

Construction News

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დევნილი ოჯახებისთვის მენაშენეებისგან 740-მდე ბინას შეისყიდის.

კერძოდ, კონკურსის წესით თბილისში 700, გორში კი 40-მდე ბინის შესყიდვა მოხდება. ამისთვის სამინისტროს ბიუჯეტში 51,500,000 ლარი გამოიყო.

მენაშენეებმა საკონკურსო წინადადება სოციალური მომსახურების სააგენტოში 26 თებერვლის ჩათვლით უნდა წარადგინონ.

მსგავსი სტატიები