თბილისი-ოქროყანა-მთაწმინდის პარკის გზაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა

Construction News

თბილისი-ოქროყანა-მთაწმინდის პარკის გზაზე 12:00 საათიდან 18:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდა. მოძრაობის შეზღუდვა მთაწმინის პარკში მიმდინარე ღონისძიებამ „ახალი ღვინის ფესტივალი 2019“ გამოიწვია.

მთაწმინდის პარკის და ოქროყანის გზაჯვარედინიდან ფესტივალზე დამსწრე მოქალქეებს სპეციალურად გამოყოფილი მიკროავტობუსები ემსახურებიან.

საავტომობილო მოძრაობა ღონისძიების დასრულებისთანავე განახლდება.

წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას იღებს 78 ღვინის კომპანია, 153 მცირე საოჯახო მარანი და 19 სხვა კომპანია – სულ წარმოდგენილია 250 მონაწილე.

მსგავსი სტატიები