თბილისი (პანტიანი) – მანგლისის გზაზე 10 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე დაახლოებით 7 მილიონი დაიხარჯება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს ახალი ასფალტ-ბეტონის საფარის, ტროტუარების, წყალგამტარი მილების და ავტოპავილიონების მოწყობის სამუშაოებს.
თბილისი(პანტიანი)-მანგლისის საავტომობილო გზა, კოდა-მანგლისი-ფარცხისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზას უერთდება და უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა თბილისთან. არსებული გზა დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებით ხორციელდებოდა.
სამუშაოები 2018 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.