თბილისის 63 საბავშვო ბაღში თანამედროვე სახანძრო უსაფრთხოების სისტემები დამონტაჟდება

Construction News

თბილისში მდებარე 63 საჯარო ბაგა-ბაღში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, თითოეულ ობიექტზე მიმდინარეობს ელექტროქსელების გაყვანა და სახანძრო დეტექტორების მონტაჟი. აღრიცხულია ის ოცამდე ბაგა-ბაღიც, სადაც ცეცხლმაქრების კომპლექტები დაემატება.

ამ სახანძრო სისტემების მთავარი მახასიათებელია სამისამართო სიგნალიზაცია, რაცსაშუალებას აძლევს ადმინისტრაციას, ხანძრის შემთხვევაში, მართვის პულტის მეშვეობით, მყისიერად დააფიქსიროს განგაშის ადგილმდებარეობა და უმოკლეს დროში მოახდინოს ხანძრის ლიკვიდაცია.

თანამედროვე სტანდარტის სახანძრო სისტემა უკვე დამონტაჟებულია და მუშაობსთბილისის 43 საჯარო ბაგა-ბაღში. პროექტის დასრულება მაისის ბოლოსთვის იგეგმება.

მსგავსი სტატიები