თბილისის სომხური თეატრის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს

Construction News

თბილისში მიმდინარეობს პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც ძველი შენობის სრული დემონტაჟი უკვე განხორციელდა.

პროექტის მიხედვით, თეატრის შენობა გაყოფილია ორ ნაწილად – სცენის ნაწილი და დარბაზი. ამ ეტაპზე, ორივე ნაწილზე რკინა-ბეტონის კარკასის აწყობა მიმდინარეობს. პროექტის საერთო საპროგნოზო ღირებულება 18 მილიონ ლარს შეადგენს. ახალი შენობა ჯამში, 607 მაყურებელზეა გათვლილი. სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები სრულად 2020 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2017 წლის პროექტის მიხედვით, შენობის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა საძირკვლისა და კედლების გაშიშვლების შემდეგ აღმოჩნდა, რომ შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო, რაც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნამაც დაადასტურა. აქედან გამომდინარე, შემუშავდა ახალი პროექტი, რომლის მიხედვითაც, 6,403 კვადრატული მეტრის ფართობის სრულიად ახალი შენობის აგება დაიგეგმა.

პროექტი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ხორციელდება.

მსგავსი სტატიები