თბილისის მეტრო 10:15 საათიდან შეფერხებით მუშაობს

Construction News

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს:

ტექნიკური შეფერხების გამო, თბილისის მეტროს  საბურთალოს ხაზზე, მეტროსადგურები „ვაჟა-ფშაველა” და „სახელმწიფო უნივერსიტეტი” 10:15 საათიდან შეფერხებით მუშაობს. მგზავრების მომსახურება მხოლოდ მეტროსადგურ „დელისამდე” არის შესაძლებელი.

სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ. მეტროსადგურები უახლოეს პერიოდში გაიხსნება და საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

თბილისის მეტროს პირველი ხაზი („ახმეტელის თეატრი”- „ვარკეთილი”) შეუფერხებლად მუშაობს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

მსგავსი სტატიები