„მეტროპოლიტენში“ ელექტროსადენებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 450 კილომეტრი ძალოვანი კაბელი შეიცვლება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ძალოვანი კაბელის აღდგენით სამუშაოებზე ყოფნისას განაცხადა.
დაახლოებით, ერთი საათით მეტროს მუშაობა შეფერხდა. უსაფრთხოების მიზნით, ძირითად ხაზზე მგზავრთა გადაყვანა აღარ ხდებოდა. პრობლემა იყო ის, რომ ძლოვანი კაბელი დაზიანდა. ახლა მიმდინარეობს დაზიანებული კაბელის აღდგენა და პრობლემა სრულად მოგვარდება“, – კახა კალაძე
პროექტის განხორციელება ივნისში დაიწყება. მანამდე კი მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდება.